07:11 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-05 11:26:07, 18108 ნახვა

ომი უკრაინაში
ბოჭორიშვილის კლინიკაში COVID-19-ის დიაგნოზით 2 ახალი პაციენტი შეიყვანეს, ინფიცირებულები ე.წ. საბურთალოს კლასტერიდან არიან

ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელის, მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, მათ კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით 2 ახალი პაციენტი შეიყვანეს, რომლებიც ე.წ. საბურთალოს კლასტერიდან არიან და საკარანტინო ზონაში იმყოფებოდნენ.

როგორც სოლოღაშვილმა აღნიშნა, კლინიკაში 2 საყურადღებო პაციენტია, ხოლო 1 მოზარდისა და 3 მოზრდილის გამოჯანმრთელებას ელოდებიან.

„ბოქსირებულ სექტორში არის 42 პაციენტი. მათგან Covid-19-ის დიაგნოზის მქონე 23. აქედან 18 წლამდე ასაკის არის 5 პაციენტი. გუშინ დაემატა 2 ახალი პაციენტი, ჩვენს კლინიკაში დაუდასტურდათ. ესენი არიან „საბურთალოს კლასტერიდან“. პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. თითქმის ერთი კვირაა ჩვენთან „საბურთალოს კლასტერიდან“ პაციენტები მკურნალობენ. საერთო ჯამში 7 პაციენტია საბურთალოდან. ერთი პაციენტია საყურადღებო, რომელიც ქრონიკული დაავადებებით არის დატვირთული. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ველოდებით ერთი მოზარდის და სამი მოზრდილის გამოჯანმრთელებას. 6 პაციენტი ელოდება კვლევაში ჩართვა“, - განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics