12:47 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-03 11:25:35, 4003 ნახვა

სამხედრო
ირაკლი ღარიბაშვილი: ჯარისთვის ყველაფერს საუკეთესოს ვაკეთებთ

ჯარისკაცებზე ზრუნვა  ფართომასშტაბიან კომპლექსურ მიდგომას ეფუძნება, - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა და აღნიშნა, რომ ჯარისკაცზე ზრუნვა მისი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

მისი განცხადებით, მაქსიმალური ყურადღება საჭიროა რეალური ქმედებით და არა ლამაზი საუბრით:

„ჯარისკაცს, ჯარს აინტერესებს რეალური ქმედება, ის, თუ რას გააკეთებს მინისტრი. პირველი, რაც მე დავისახე და სულ რაღაც ერთ თვეში ჩემი ხედვა ჩამომიყალიბდა, გავაცანი ჯარს და თავდაცვის ძალებს. პირველი, ეს იყო სოციალური მიმართულება - დავიწყეთ ხელფასების მატებით, ძალიან კარგი სადაზღვევო პაკეტი გავუკეთეთ ჯარს, რომელიც იყო პრობლემა და გამოწვევა ჩვენი ჯარისთვის“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თავდაცვის მინისტრის განმარტებით, უწყებაში წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემების მოგვარება დაწყებულია და სამხედრო ბაზებზე ფართომასშტაბიანი, კომპლექსური ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს.

„მიზნად დავისახე, სრულად მიმეხედა ინფრასტრუქტურისთვის. 250 ობიექტის სრული გადაიარაღება ხდება. ყველა ყაზარმა წლის ბოლომდე იქნება დასრულებული. თამასა მაქსიმალურად ავწიე და ვუთხარი დავალება ჩვენს გუნდს, რომ ჯარისთვის ყველაფერს საუკეთესოს ვაკეთებთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics