01:59 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-22 09:57:41, 607 ნახვა

სამართალი
შსს-ს აკადემიაში სამაგისტრო პროგრამაზე ჩაბარების მსურველთათვის ღია კარის დღე გაიმართა
შინაგან საქმეთა სამინისტროს  აკადემიაში სამაგისტრო პროგრამაზე ჩაბარების მსურველთათვის ღია კარის დღე გაიმართა.
როგორც „ექსპრესნიუსს“ შსს-ს დან აცნობეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში სამაგისტრო პროგრამაზე ჩაბარების მსურველებისთვის ღია კარის დღე გაიმართა.
 მაგისტრანტობის მსურველებს შსს-ს აკადემიის პრორექტორი სოფიო კილაძე, აკადემიი
ს სამართლის სკოლის უფროსი პაატა ტურავა და აკადემიის სხვა წარმომადგენლები შეხვდნენ. მათ სტუდენტებს „საპოლიციო რეგულირების სამართლის სამაგისტრო პროგრამის“ მიზნები და მნიშვნელობა გააცნეს და პროგრამის უპირატესობაზე ესაუბრნენ. პრეზენტაციის შემდეგ, აკადემიის პრორექტორმა და სამართლის სკოლის უფროსმა მაგისტრანტობის მსურველთა ყველა შეკითხვას ამომწურავად უპასუხეს.
ღია კარის დღის მიზანი იყო შსს-ს აკადემიის სამაგისტრო პროგრამით მაგისტრანტობის კანდიდატთა დაინტერესება და არჩევანის აკადემიაზე გაკეთება.
უწყების ინფორმაციით, სამაგისტრო პროგრამა ორწლიანია, 132 კრედიტს მოიცავს და შსს-ს აკადემიაში 2014 წლიდან მოქმედებს. პროგრამა მიზნად ისახავს უწყების მიერ სამართლის სფეროში დაგროვილი ცოდნის გავრცელებას, სტუდენტებისათვის სამართლის სფეროში საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებას, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მაღალკვალიფიციური და პროფესიული კადრების მომზადებას.
შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ „საპოლიციო რეგულირების სამართლის სამაგისტრო პროგრამის“ დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულები შინაგან საქმეთა სამინისტროში დასაქმდებიან.
ღია კარის დღეზე სტუდენტებმა ინფორმაცია მიიღეს სამაგისტრო პროგრამის იმ სამი ძირითადი კომპონენტის შესახებ, რომელიც მას უპრეცედენტოს ხდის: უფასო სწავლება, სწავლის პერიოდში კვებით უზრუნველყოფა და რეგიონებიდან ჩამოსული სტუდენდებისთვის საცხოვრებელით უზრუნველყოფა, რომელიც შსს-ს აკადემიის ტერიტორიაზე მდებარეობს.
შეხვედრის შემდეგ სტუმრებმა აკადემიის სასწავლო და ფიზიკური მომზადების ოთახები, ბიბლიოთეკა, იმიტირებული სასამართლო დარბაზი, იმიტირებული სასაზღვრო-გამშვები პუნქტი, რეალური და იმიტირებული ტირები დაათვალიერეს. მაგისტრანტობის კანდიდატები ასევე დაესწრნენ იმიტირებული სპეცოპერაციის მიმდინარეობას.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics