22:09 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-20 20:36:45, 15452 ნახვა

ომი უკრაინაში
იმნაძე - გვეშინია იმის, რომ სიტუაცია, რომელიც აქამდე ასე მოვიყვანეთ, არ გახდეს არაკონტროლირებადი და ზაფხულს კორონას მატებით არ შევხვდეთ

ძალიან გვეშინია იმის, რომ სიტუაცია, რომელიც აქამდე ასე მოვიყვანეთ, არ გახდეს არაკონტროლირებადი და ზაფხულს კორონას მატებით არ შევხვდეთ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო სამ დღეში დაფიქსირდა იმაზე მეტი შემთხვევა, რაც საქართველოში მთლიანად არის დაფიქსირებული.

„ძალიან მესმის, რომ შეწუხდა ჩვენი მოსახლეობა ამ შეზღუდვებისგან, მაგრამ გვერდზე გვაქვს ჩვენი მეზობელი ქვეყანა, ჩვენხელა ქვეყანა სომხეთი, რომელმაც პრაქტიკულად ყველა შეზღუდვა ერთდროულად გააუქმა. თუმცა საინტერესოა, რომ საგანგებო მდგომარეობა შენარჩუნებული იქნა, ოღონდ გაუქმდა აკრძალვები ტრანსპორტი იქნება ეს, თუ რესტორნები. არა თუ ღია, დახურული რესტორნებიც ამუშავდა. ანუ, ყველაფერი გაიხსნა, ეკონომიკა მთლიანად გაიხსნა. ჯერჯერობით რასაც ვუყურებთ, ბოლო სამ დღეში დაფიქსირდა იმაზე მეტი შემთხვევა, რაც საქართველოში მთლიანად არის დაფიქსირებული. ამიტომ ძალიან ფრთხილად ვუდგებით ამ საკითხს. მოგეხსენებათ, ნელ-ნელა იხსნება ბევრი რეგულაცია, მაგრამ მაინც ფრთხილად უნდა ვიყოთ. იგივე სამ კაცზე, როდის დაიშვება ტრანსპორტში, რა თქმა უნდა, ესეც მოიხსნება, მაგრამ ვიმეორებ, ჩვენ ძალიან გვეშინია იმის, რომ სიტუაცია, რომელიც აქამდე ასე მოგვიყვანია, არ გახდეს არაკონტროლირებადი, არ გაგვექცეს ხელიდან და ამ ზაფხულს არ შევხვდეთ კორონას ახალი მატებით“,- განაცხადა პაატა იმნაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
სანქცირებული, პროსახელისუფლებო „იმედის“ იურიდიული სამსახურის უფროსი, კომუნიკაციების კომისიის წევრი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics