2015-08-20 11:49:07, 1358 ნახვა
მსოფლიო
ყაზახეთის ვალუტა 35.5%–ით გაუფასურდა
ყაზახეთის ვალუტა – ტენგე – 35.5%–ით გაუფასურდა.
თუ გუშინ 1 დოლარის ფასი 188.4 ტენგე იყო, დღეს დოლარი უკვე 255.3 ტენგე ღირს.
ქვეყნის პრემიერ–მინისტრის კარიმ მასიმოვის განცხადებით, ყაზახეთი საკუთარი ვალუტის გასამყარებლად დოლარს ვეღარ დახარჯავს და ამიერიდან ტენგეს ფასს ბაზარი განსაზღვრავს.
მისივე თქმით, მსოფლიო ეკონომიკაში ყაზახეთის მდგომარეობა გაუარესებას განაგრძობს – იაფდება ნავთობი, გაზი და ლითონები.
„ასეთ ვითარებაში მთავარია სოციალურ–ეკონომიკური სტაბილურობისა და მოქალაქეების კეთილდღეობის შენარჩუნება“, – განაცხადა პრემიერმა.
ექსპერტთა აზრით, ტენგეს დევალვაცია რუსული რუბლისა და ჩინური იუანის გაუფასურებითა და ნავთობზე მსოფლიო ფასების კლებითაა გამოწვლეული.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან