2020-05-07 11:29:50, 12005 ნახვა
ომი უკრაინაში
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს დღეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთლებული 3 პაციენტი დატოვებს
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს დღეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთლებული 3 პაციენტი დატოვებს, ჯამში კლინიკას უკვე 32 გამოაჯნმრთელებული პაციენტი ჰყავს.
როგორც კლინიკის მთავარმა ექიმმა, თეიმურაზ ნადირაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, წუხელ ანაკლიის საკარანტინო სივრციდან შეყვანილ პაციენტს კორონავირუსი სოციოლოგიური კვლევით აქვს დადასტურებული, თუმცა მას არ აღენიშნება არანაირი სიმპტომები და მას ანალიზი, მხოლოდ კარანტინის ვადის ამოწურვის გამო აუღეს.
მისივე ინფორმაციით, ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ინფიცირების წყარო ცნობილია და შუახნის ქალი, თურქეთში სამოგზაუროდ იმყოფებოდა.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან