" />
15:59 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-17 10:40:37, 461 ნახვა

სამართალი
იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ გიორგი სოსანაშვილის პროცესი დღეს განახლდება

თბილისის საქალაქო სასამართლოში იური ვაზაგაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ გიორგი სოსანაშვილის პროცესი გაიმართება. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევა მოხდება.

ადვოკატი სოსანაშვილისთვის წაყენებულ ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს და ირწმუნება, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს, დანაშაული არ ჩაუდენია.

"ბრალდების მხარეს ჰყავს ისეთი მოწმეები, რომლებმაც  ავტომანქანის ფერი ვერ გაარჩიეს, მანქანაში მყოფი პიროვნება ამოიცნეს.თუმცა ვვერც ერთმა ვერ დაასახელა, რა მომენტში გადმოვიდა სოსანაშვილი მანქანიდან, რა მომენტში ჩაჯდა. აქედან გამომდინარე, ბრალი აბსურდულად მიმაჩნია. აღნიშნული დანაშული ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს არ ჩაუდენია",-განაცხადა გიორგი სოსანაშვილის ადვოკატმა.

პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში პირველ საათზეა ჩანიშნული.

შეგახსენებთ, რომ გიორგი სოსანაშვილს თავდაპირველად ბრალი წარედგინა განზრახ მკვლელობისთვის  ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს, ან ჯანმრთელობას და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვისა და ტარებისათვის. 2015 წლის 17 აპრილს, სოსანაშვილს დაუმძიმდა ბრალდება განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობისათვის. მოგვიანებით, 2015 წლის 22 ივნისს, იური ვაზაგაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ გიორგი სოსანაშვილს ბრალი კვლავ დაუმძიმდა. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ გიორგი სოსანაშვილის მიერ 2015 წლის 20 იანვარს, კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი დანაშაული პირდაპირ უკავშირდებოდა იური ვაზაგაშვილის აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობას და მიმართული იყო მისი შეწყვეტისკენ. 
გამოძიება გრძელდება  საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით და მსხვერპლის საზოგადოებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით) და 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით (საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადოდ.

 

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გახარიას პარტია ყაველაშვილს მაღაროელების შეწყალებაზე მიმართავს
თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჩამოვიდა
საქართველოში 15-17 აპრილს შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლით მიწოდების აკრძალვა ძალაში რჩება, რეგულაცია პირველი ივლისიდან ამოქმედდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics