2015-08-16 14:44:00, 1026 ნახვა
მსოფლიო
ინდონეზიურ სამგზავრო თვითმფრინავთან კავშირი გაწყდა
ოფიციალური პირების თქმით ინდონეზიურ სამგზავრო თვითმფრინავთან , რომელიც ჯაიაპურა-ოკსიბილის რეისს ასრულებდა, კავშირი გაწყდა.
ამის შესახებ BBC იუწყება.
ავიაკომპანია "Trigana Air"-ის თვითმფრინავის ბორტზე 54 ადამიანი , მათ შორის 5 ეკიპაჟის წევრი და 5 არასრულწლოვანი იმყოფება.
თვითმფრინავთან გავშირი პაპუადან გამოფრენიდან ახევარ საათში გაწყდა.
"ჩვენთვის უცნობია რა დაემართა თვითმფრინავს , ვცდილობთ ხელისუფლებასთან დაკავშირებას - განაცხადა ინდონეზიის სატრანსპორტო განყოფილების წარმომადგენელი. რეგიონში ამინდის გაუარესების გამო ძებნა ვერ ხორციელდება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან