00:47 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-21 17:22:11, 12212 ნახვა

ომი უკრაინაში
ირაკლი ჩიქოვანი - შემდგომი ორიდან სამი კვირის განმავლობაში ვირუსის გავრცელების ყველაზე აქტიური და პიკური ფაზა იქნება

შემდგომი ორიდან სამი კვირის განმავლობაში ვირუსის გავრცელების ყველაზე აქტიური და პიკური ფაზა იქნება, - ამის შესახებ, პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ჩიქოვანმა აღნიშნა, ქვეყანა ახალი კორონავირუსის სრულმასშტაბიანი შიდა გავრცელების ეტაპზეა.

კოვიდ 19“-ის გლობალური გამოწვევა ძალიან მძიმედ აისახება როგორც თითოეულ ჩვენს მოქალაქეზე, ასევე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე და ჩვენ კარგად გვესმის, რომ ამას თითეული ჩვენთაგანი კარგად და ზუსტად აღვიქვამთ. საქართველოს მთავრობის ბრძოლა „კოვიდ 19“-ის გავრცელების წინააღმდეგ სწორედ იმიტომ იქნა აღიარებული წარმატებულად, რადგანაც, ჯერ კიდევ ჩვენს ქვეყანაში პირველი ფაქტის დაფიქსირებამდე ერთი თვით ადრე საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო ძალიან ქმედითი და მიზანმიმართული გადაწყვეტილებების მიღება, რასაც უნდა შეეფერხებინა „კოვიდ 19“-ის გავრცელება. რა თქმა უნდა, ეს პროცესი იყო თანმიმდევრული, გეგმის შესაბამისი და თითოეული ეს გადაწყვეტილება ეყრდნობოდა პროფესიონალების და ჩვენი ექსპერტების მოსაზრებებს. სწორედ ამის შედეგია, რომ ამ დროისთვის, კორონავირუსის 408 დადასტურებული ფაქტი არის ქვეყანაში და არა გაცილებით უფრო მეტი.

ფართოვდება კლასტერები სამწუხაროდ და სულ უფრო რთულდება და მძიმდება იმ წყაროს დადგენა, საიდანაც ეს კლასტერები ვრცელდება. ქვეყანა სრულმასშტაბიანი შიდა გავრცელების ეტაპზეა“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics