23:28 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-16 12:11:16, 1022 ნახვა

სამხედრო
ქართველმა სამხედროებმა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მრავალეროვნულ სწავლებაში მიიღეს მონაწილეობა

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ბაზა „უკატექსზე“ 23-ე ბატალიონის სამხედროებმა მრავალეროვნულ სწავლებაში მიიღეს მონაწილეობა. 

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სწავლება მისიაში მონაწილე საერთაშორისო სამედიცინო პერსონალს შორის კოორდინაციისა და ერთობლივი მუშაობის პრინციპების დახვეწას ისახავდა მიზნად. სამხედრო სამედიცინო სწავლება სწრაფი რეაგირებისა და მასიური დაზიანების სამედიცინო დახმარების აღმოჩენის ელემენტებს მოიცავდა. 

წვრთნებში ქართველ სამხედრო სამედიცინო პერსონალთან ერთად, სერბმა და ფრანგმა სამხედრო ექიმებმა, ასევე ოთხმა პარამედიკმა მიიღო მონაწილეობა. 

სწავლება იმიტირებული სცენარის მიხედვით ჩატარდა. ბაზაზე სასადილოს შენობის წინ ხელყუმბარით აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც 6 სამხედრო მოსამსახურე დაშავდა.  წვრთნების შედეგები ხელმძღვანელობის მხრიდან დადებითად შეფასდა.

23-ე ბატალიონი უკვე მეორე დანაყოფია, რომელიც ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ეგიდით სამშვიდობო მისიას ასრულებს. ოთხთვიანი მისიის განმავლობაში ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ამოცანას ქალაქ ბანგიში აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე სამოქმედო არეალის უსაფრთხოების კონტროლი წარმოადგენს





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსის ფარგლებში დაესწარი ლევან ფავლენიშვილის ლექციას - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics