01:47 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-27 11:37:59, 890 ნახვა

პოლიტიკა
რიში: ოცნების ერთპარტიულობის ფონზე, მთავრობის ძალაუფლების კონსოლიდაცია შეშფოთებას იწვევს

აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯიმ რიშმა Independence Avenue Meida-სთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ აშშ-ში "ქართული ოცნების ერთპარტიული მმართველობის პირობებში, საქართველოს მთავრობის მიერ ძალაუფლების კონსოლიდაცია სერიოზულ შეშფოთებას იწვევს".

"თუ მთავრობა ამ გზით სვლას განაგრძობს, შეერთებულმა შტატებმა ურთიერთობებისადმი საკუთარი მიდგომა შესაბამისად უნდა შეცვალოს. საქართველოს მთავრობის ანტიამერიკული რიტორიკა, სიტყვის თავისუფლებასა და პოლიტიკურ ოპოზიციაზე თავდასხმები, ჩინეთთან და ირანთან დაახლოება, ჩვენი ურთიერთობების მომავლისთვის ცუდი ნიშნებია. იმედი მაქვს [საქართველოს მთავრობა] ამ კურსს შეცვლის" - თქვა მან.

რიშმა ინტერვიუში ასევე აღნიშნა, რომ ის და მისი კოლეგები სენატსა და საგარეო ურთიერთობების კომიტეტში MEGOBARI აქტის მიღებაზე მუშაობას კვლავ აგრძელებენ.

საქართველოსა და უკრაინაში აშშ-ს ახალი ელჩების დანიშვნის სავარაუდო ვადების შესახებ კითხვაზე სენატორმა განაცხადა, რომ ის ამ საკითხზე ადმინისტრაციასთან თანამშრომლობს და შერჩევის რთული პროცესის გათვალისწინებით, ელჩები რაც შეიძლება მალე დაინიშნებიან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics