16:05 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-04 11:47:47, 788 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს ბანკის „საკუთარ თავთან გზავნილის“ კამპანიის სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდა

საქართველოს ბანკის გზავნილების აქცია ემიგრანტებისთვის დასრულდა. „საკუთარ თავთან გზავნილის“ კამპანიის გამარჯვებული ამერიკაში მცხოვრები ვაჟა სინჯარაძე გახდა, რომელმაც სუპერპრიზი 10,000 ლარი მიიღო.

„გზავნილის გაგზავნა ჩემი ყოველდღიურობის ნაწილია და არასდროს მიფიქრია, რომ ამას დამატებითი სარგებელი მოჰყვებოდა. როცა გავიგე, რომ სუპერპრიზის გამარჯვებული გავხდი, თავიდან მართლა ვერ დავიჯერე, ძალიან გამიხარდა. ჩემთვის ეს დიდი მხარდაჭერა და სასიამოვნო მოულოდნელობაა - მით უფრო მაშინ, როცა სამშობლოსგან შორს ცხოვრობ”, - გვიზიარებს გამარჯვების ემოციებს ვაჟა სინჯარაძე.

გათამაშებაში 25 ათასზე მეტი მომხმარებელი ჩაერთო. მის ფარგლებში სულ 63 გამარჯვებული გამოვლინდა. 62 მათგანმა 1,000 ლარი, ხოლო ერთმა - სუპერპრიზი 10,000 ლარი მოიგო. ჯამურად კი  72,000 ლარი გათამაშდა.

გათამაშებაში მონაწილეობა შეეძლო ყველას, ვინც საკუთარ თავს გზავნილს გაუგზავნიდა და მას საქართველოს ბანკის მობილბანკში გაანაღდებდა.  წესები მარტივი იყო: ყოველი მიღებული 150 ლარი (ან მისი ეკვივალენტი სხვა ვალუტაში) ერთ ბილეთს წარმოადგენდა, ბილეთები კი ავტომატურად გროვდებოდა.

„მოხარულები ვართ, რომ გზავნილის კამპანიაში ამდენი ადამიანი ჩაერთო და სუპერპრიზიც გათამაშდა. მსგავსი წამახალისებელი  ინიციატივები მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს ყოველდღიური ფინანსური ოპერაციების განხორციელებისას დამატებითი სარგებელი მიიღონ. წლის განმავლობაში კიდევ არაერთი წამახალისებელი კამპანია არის დაგეგმილი, რომელიც სპეციალურად ემიგრანტებზე იქნება მორგებული”, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.

თუ ქვეყნის საზღვრებს გარეთ ცხოვრობთ, შემოუერთდით Facebook ჯგუფს და პირველებმა გაიგეთ საქართველოს ბანკის მიერ, სპეციალურად ემიგრანტებისთვის, დაგეგმილი წამახალისებელი კამპანიების, შეთავაზებებისა და კულტურული ღონისძიებების შესახებ.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
გახარიას პარტია ყაველაშვილს მაღაროელების შეწყალებაზე მიმართავს
თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჩამოვიდა
საქართველოში 15-17 აპრილს შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლით მიწოდების აკრძალვა ძალაში რჩება, რეგულაცია პირველი ივლისიდან ამოქმედდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics