15:52 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-04 20:56:20, 2050 ნახვა

კომენტარი
ზურაბიშვილი ევროკომისიის ანგარიშზე: ოცნების პოლიტიკამ ქვეყნისთვის ტრაგიკული შედეგი მოიტანა

" ოცნების პოლიტიკამ ქვეყნისთვის ტრაგიკული შედეგი მოიტანა" - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე რეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი შეფასებით,  2 წლის წინ მიღებული კანდიდატის სტატუსი, დღეს EU-მ ბუტაფორიად შეაფასა.

"ჩემთვის პირადად და ჩვენთვის, საქართველოს პროევროპული უმრავლესობისთვის, უმძიმესი დღე დადგა!

ქართული ოცნების ანტი ქართულმა, ანტი ევროპულმა და რუსულმა პოლიტიკამ მოსალოდნელი და ქვეყნისთვის ტრაგიკული შედეგი მოიტანა. ორი წლის წინ ზარზეიმით მიღებული კანდიდატის სტატუსი, დღეს ევროკავშირმა ბუტაფორიად შეაფასა და პრაკტიკულად გაგვიყინა

ნათლად და დეტალურად აღწერა კომისიამ, თუ როგორ - ყველა მიმართულებით - საქართველო ჩამოაშორა ქართულ ოცნებამ ევროპულ პრინციპებს, გზას და მის მომავალს.

ამას ვერ დავუშვებთ! ვერ შევეგუებით სახელმწიფოს ამგვარ მიტაცებას, მის ორიენტაციის შეცვლას და ამ ისტორიულ შანსის ხელიდან განძრახ გაშვებას.

ეს რეჟიმი ვიცით არაფერს გამოასწორებს, არცერთ რეფორმას არ ჩაატარებს, ანტი ევროპულ რეთორიკას არ შეეშვება და რუსული კარნახით გააგრძელებს უკუსვლას.

ამიტომ ვიცოდეთ უნდა, რომ ამ გზაზე დაბრუნება მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული!

პროტესტის გაძლიერება, ერთობის გაძლიერება და თავისუფალი არჩევნების გარდა გზა ევროპისკენ არ იქნება!

ამიტომ ყველა გამოვიდეთ უნდა და რუსთაველიდან ვუპასუხოთ! კიდევ ერთხელ ჩვენი ევროპული ხმა გავაგონოთ! ჩვენი ევროპული გზა დავიცვათ!!!

არ შევეგუებით! - წერს სალომე ზურაბიშვილი. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გახარიას პარტია ყაველაშვილს მაღაროელების შეწყალებაზე მიმართავს
თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჩამოვიდა
საქართველოში 15-17 აპრილს შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლით მიწოდების აკრძალვა ძალაში რჩება, რეგულაცია პირველი ივლისიდან ამოქმედდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics