16:03 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-20 13:22:35, 3344 ნახვა

სპორტი
ისტორია ჩვენს თვალწინ იწერება - ბორჯღალოსნების და აკა ტაბუცაძის მორიგი წარმატება

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2025 წლის გათამაშება დომინანტური უპირატესობით მოიგო. ზედიზედ 8 წელია, ბორჯღალოსნები კვარცხლბეკის უმაღლესი საფეხურიდან არ ჩამოსულან და სამართლიანადაც. სულ კი, ქართველებს რაგბი ევროპა 17-ჯერ აქვთ მოგებული.

რიჩარდ ქოქრილის გაწვრთნილმა გუნდმა, ფინალურ შეხვედრაში, მიხეილ მესხის სტადიონზე ესპანეთის ნაკრები 46:28 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონის თასი დამსახურებულად აღმართა.

საქართველოს ნაკრებმა მეტოქეს 8 ლელო დაუდო. ჰეთ-თრიქი შეასრულა ვანო კარკაძემ, რომელიც მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა; თითო ლელო გაიტანეს ვასილ ლობჟანიძემ და ნიკა აბულაძემ. ასევე, ჰეთ-თრიქით გამოიჩინა თავი აკა ტაბუცაძემ, რომლის სარეკორდო მიღწევაზე ცალკე ვისაუბრებთ.

გარდა იმისა, რომ ტაბუცას ნაკრებში უკვე 50 ლელო დაუგროვდა, ეს ამბავი საერთაშორისო დონეზეც რეზონანსულია.

თუკი ესპანეთთან მატჩამდე ქართველი მორაგბის სანაკრებო ანგარიშზე 47 ლელო იყო და მსოფლიოს საუკეთესო მელელოვეების ტოპ 10-ში ის მე-9 ადგილს ლეგენდარულ ირლანდიელთან, ბრაიან ო’დრისკოლთან იყოფდა, რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში შესრულებული ჰეთ-თრიქის შემდეგ, ტაბუცაძემ ჩამოიტოვა ჯორჯ ნორზი (უელსი) და დაგ ჰაულეტი (ახალი ზელანდია).

ახლა, აკა ტაბუცაძე, არც მეტი-არც ნაკლები, მსოფლიოს ტოპ 10-ში მეექვსე ადგილზეა და ამ პოზიციას რორი ანდერვუდთან (ინგლისი) ერთად იყოფს.

რაც შეეხება ტოპ ხუთეულს, მათგან არც ერთი აღარაა მოქმედი მოთამაშე. მაგალითად, მე-5 ადგილს ტაბუცაძეს მხოლოდ 5 ლელო აშორებს და ოპტიმისტურ პროგნოზებში უნდა ვივარაუდოთ, რომ ქართველი მორაგბე ამ „ბარიერსაც“ უახლოეს მომავალში დაძლევს.

რაც შეეხება მსოფლიო რაგბის რეიტინგს, ესპანეთთან მოგების შემდეგ, საქართველომ მე-11 ადგილი შეინარჩუნა და უახლოეს მდევარ, ექვსი ერის წარმომადგენელ უელსთან უპირატესობა 1.3 ქულით გაზარდა.

თიბისი და დიდი რაგბი ზაფხულში, საინტერესო სანაკრებო ტესტ-მატჩებით დაბრუნდებიან. მანამდე კი, ერთად ვუგულშემატკივროთ ასაკობრივ ნაკრებებსა და 7-ქალა ნაკრებს მნიშვნელოვან ტურნირებზე. 

#ერთადგავიმარჯვებთ





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
გახარიას პარტია ყაველაშვილს მაღაროელების შეწყალებაზე მიმართავს
თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჩამოვიდა
საქართველოში 15-17 აპრილს შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლით მიწოდების აკრძალვა ძალაში რჩება, რეგულაცია პირველი ივლისიდან ამოქმედდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics