14:44 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-30 14:30:28, 705 ნახვა

ეკონომიკა
ბიძინა ივანიშვილი: 2014 წელს საქართველოს ეკონომიკა ევროპაში ყველაზე მზარდი იყო

„2014 წელს საქართველოს ეკონომიკა ევროპაში ყველაზე მზარდი იყო“,-ამის შესახებ საქართველოს ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა „საზოგადოება 2030“-ის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვის გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, დღესაც კი, როცა ლარი დევალვაციას განიცდის, აუცილებელია სწორი ანალიზი გაკეთდეს, თუ რა არის ამის რეალური მიზეზი. მისივე თქმით, მთავრობას არ შეუძლია რეგიონში მიმდინარე პროცესებზე გავლენა იქონიოს.

„2014 წელს საქართველოს ეკონომიკა იყო ყველაზე მზარდი არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მთელს ევროპაში. ეს არის საერთაშორისო ინსტიტუტების შეფასება, კეთილი ინებეთ ჟურნალისტებმა და გაეცანით. თუ არ გჯერათ ჩემი შეფასების, ყველა საერთაშორისო შეფასება სინჯეთ და ნახეთ. დღესაც კი როდესაც ლარი განიცდის დევალვაციას, რაც რა თქმა უნდა ხიფათს შეიცავს ბიზნესისთვის და ეკონომიკისთვის, ამ შემთხვევაშიც სწორი ანალიზი უნდა გაკეთდეს, რა არის რეალური მიზეზები. მთავრობას არ აქვს ყველაფრის შესაძლებლობა, მას არ შეუძლია რეგიონში მიმდინარე პროცესებზე ან საწვავის ფასებზე გავლენა იქონიოს“,-განაცხადა ივანიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics