2015-04-22 17:49:05, 895 ნახვა
ეკონომიკა
თბილისში ერთდროულად Express Bank-ის 5 ახალი სერვისცენტრი გაიხსნა
Express Bank-ი ქვეყნის მასშტაბით სერვისცენტრების ქსელის გაფართოვებას განაგრძობს.
თბილისში ერთდროულად Express Bank-ის 5 ახალი სერვისცენტრი გაიხსნა.
ახალი Express Bank-ი მომხმარებელს შემდეგ მისამართებზე მოემსახურება: გლდანი, ნაკვეთი16/030, ნაძალადევი ქვიშხეთის ქ. N1, ავლაბარი დუშეთის ქ. 30/10, სიმონ კანდელაკის ქ. N7 და ი.ჭავჭავაძის გამზ. N30.
Express Bank-ის სერვისცენტრებში მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება მარტივად შეასრულოს ნებისმიერი სტანდარტული ტიპის საბანკო ოპერაცია, ასევე ისარგებლოს Express განვადებით, Express სესხით და Express ანაბრით.
სადღეისოდ, ქვეყნის მასშტაბით უკვე 89 Express Bank-ის სერვისცენტრი მოქმედებს.
დამატებითი ინფორმაციისთვის Express Bank-ის მომსახურებასთან დაკავშირებით, ეწვიეთ: www.expressbank.ge
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან