02:57 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-13 14:20:14, 1584 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ინაშვილი: საბავშვო ბაღი ხომ არ არის, რომ პრეზიდენტს პარლამენტსა და მთავრობას შორის მუდმივი კინკლაობა იყოს

"საბავშვო ბაღი ხომ არ არის, რომ პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის, პრეზიდენტსა და მთავრობას შორის მუდმივი კინკლაობა იყოს“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ თავმჯდომარემ ირმა ინაშვილმა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

„საჭიროა, ქვეყანა კრიზისულ ვითარებაში ვმართოთ, რაც ეხება პრეზიდენტსაც, პრემიერსაც და პარლამენტსაც. კინკლაობას თავი უნდა დავანებოთ. პრეზიდენტის ადმინისტრაციას საშუალება ჰქონდა ამ ფორმატში მონაწილეობა მიეღო. ცუდია, თუ მონაწილებას არ მიიღებენ, მაგრამ კარგია, რომ სახალხო განხილვად იქცეს ყველა ის საკითხი, რაც კომისიაზე გავა. ხალხი და საზოგადოება ამაში ჩართული უნდა იყოს. ეს ერთი-ორი ექსპერტის და ერთი პარტიის დონეზე არ უნდა გადაწყდეს", - აღნიშნა ინაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics