2015-03-24 09:31:37, 639 ნახვა
სამართალი
შსს-მ 20 აბი „სუბოქსინი“ ამოიღო
შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1983 წელს დაბადებული გიორგი კ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით ხელვაჩაურის რაიონის სოფელ სარფში დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას 20 აბი „სუბოქსინი“ ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 0,15808 გრ ბუპრენორფინს შეიცავს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაუალს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან