13:01 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-19 11:26:30, 544 ნახვა

საზოგადოება
აჭარის მთავრობა: ტუნისში გასტროლზე მყოფ ანსამბლის წევრებს საფრთხე არ ემუქრებათ

აჭარის ავტომონიური რესპუბლიკის მთავრობა, ტუნისში, ბარდოს მუზეუმში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, ტუნისში გასტროლზე მყოფ ანსამბლ „მთაწმინდა“-ს წევრებს საფრთხე არ ემუქრებათ.

„გვსურს გაცნობოთ, რომ ტუნისში ანსამბლ „მთაწმინდა“-ს გასტროლზე მყოფ წევრებს საფრთხე არ ემუქრებათ. აჭარის მთავრობა მუდმივ კავშირზეა ანსამბლის ხელმძღვანელ გიორგი ფარსენაძესთან და პერმანენტულად იღებს ინფორმაციას ანსამბლის წევრების ადგილსამყოფელისა და პირობების შესახებ.

უახლესი ინფორმაციით, ანსამბლის 104-ივე წევრი ამჟამად იმყოფება ლაინერზე GMS, რომელიც დღეს დილით ბარსელონაში გაემგზავრა. ტუნისის პორტსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები. აჭარის მთავრობა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინირებულად მუშაობს აღნიშნულ საკითხზე", - ნათქვამია აჭარის მთავრობის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics