19:13 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-08 16:58:12, 942 ნახვა

პოლიტიკა რეგიონი
„ადამიანის უფლებათა ცენტრი“: ტყვიავში „ოცნებისა“ და ოქრუაშვილის აქტივისტები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

ტყვიავში „ქართული ოცნებისა“ და ირაკლი ოქრუაშვილის აქტივისტები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, - ინფორამციას „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ავრცელებს.

ორგანიზაციის დამკვირვებლის ცნობით,  გორის 42-ე ოლქის 92-ე საარჩევნო უბანი სოფელ ტყვიავში 13 წუთის დაგვიანებით გაიხსნა.

„კომისიის თავმჯდომარე თავიდან აგრესიულობით გამოირჩეოდა - დამკვირვებლებს უშლიდა რეგისტრატორებთან მიახლოებას და კომისიის სხვა წევრებს უყვიროდა. ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელის მოწოდების შემდეგ, კომისიის თავმჯდომარე დამშვიდდა.

ამავე უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე „ქართული ოცნებისა“ და ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის აქტივისტები სიტყვიერად შელაპარაკდნენ და ერთმანეთი უშვერი სიტყვებით გალანძღეს. საქმე ფიზიკურ დაპირისპირებამდე არ მისულა“, - ნათქვამია ორგანიზაციის ინფორმაციაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-მ კუბასთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად
ირანი უარყოფს ტრამპის განცხადებას გამდიდრებული ურანის აშშ-ში გადაცემაზე დათანხმების შესახებ
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics