14:40 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-29 15:15:37, 817 ნახვა

სხვადასხვა
დონალდ ტრამპი ჰილარი კლინტონსა და კომპანია Google-ს შეთქმულებაში ადანაშაულებს

დონალდ ტრამპი ჰილარი კლინტონსა და კომპანია Google-ს შეთქმულებაში ადანაშაულებსб - ამის შესახებ BBC იუწყება. 

პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატის მტკიცებით, Google-ის საძიებო სისტემა მისი მეტოქე კლინტონის შესახებ უარყოფით ამბებს ფილტრავს. 

Google-ის გამოკითხვის თანახმად, ჩვენ მთელ ქვეყანაში ორი პუნქტით ვლიდერობთ. ეს ხდება იმის მიუხედავად, რომ Google-ის საძიებო სისტემა ჰილარი კლინტონის შესახებ ცუდ ამბებს არ ავრცელებს. როგორ მოგწონთ ეს?” - განაცხადა ტრამპმა.

ცნობისთვის, ანალოგიური ბრალდება Google-ის მისამართით ადრე ვებგვერდ SourceFed-ზეც გავრცელდა. მოგვიანებით ის რუსულმა სახელმწიფო სააგენტო “სპუტნიკმა” აიტაცა.

მედიის ინფორმაციით, ინტერნეტ-კომპანიის წარმომადგენლები ბრალდებებს უარყოფენ და აცხადებენ, რომ საძიებო ვებგვერდის მუშაობის ალგორითმში არ ერევიან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics