11:25 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-29 14:05:57, 851 ნახვა

სამხედრო
ბესიკ ალადაშვილი: საქართველოსთან მიმართებაში ტერაქტების საფრთხის გააქტიურების ნიშნები არ ჩანს

უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტის, ბესიკ ალადაშვილის აზრით, ამ ეტაპზე საქართველოში ტერორიზმის საფრთხის აშკარა ნიშნები არ არსებობს.

როგორც ალადაშვილმა "ექსპრესნიუსს“ განუცხადა, ტერაქტებს თურქეთში სხვადასხვა ობიექტური და სუბიექტური მიზეზები აქვს, საქართველოს კი, ამ კუთხით ჯერჯერობით საფრთხე არ ემუქრება.

"ამ ეტაპზე საქართველოსთან მიმართებაში ტერაქტების საფრთხის გააქტიურების აშკარა ნიშნები არ ჩანს. ტერაქტებს თურქეთში სხვადასხვა ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზები აქვს. საბედნიეროდ, საქართველო ჯერჯერობით არ არის იმ ახლო წრეში, სადაც ტერაქტების საფრთხეა მოსალოდნელი. თუმცა, ეს იმაას არ ნიშნავს, რომ ჩვენი სპეცსამსახურები მზად არ უნდა იყვნენ", - აღნიშნა ალადაშვილმა.

ამასთან, ექსპერტი მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე, უსაფრთხოების კუთხით, ქვეყნის რესურსების 40-50% -ა გამოყენებული და კარგი იქნება თუ სამომავლოდ ეს ციფრი კიდევ უფრო გაიზრდება.

„ტერორიზმი არ არის უბრალო კრიმინალი და აქ სხვა მომზადებაა საჭირო“, - აცხადებს ბესიკ ალადაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ათათურქის აეროპორტში ტერაქტის შედეგად, ბოლო მონაცმებით, 50 ადამიანი გარდაიცვალა და 147 დაშავდა.

სამმა თვითმკვლელმა ტერორისტმა ჯერ “კალაშნიკოვის” ტიპის იარაღიდან გახსნა ცეცხლი, შემდეგ კი თავი აიფეთქა.

ტერაქტზე პასუხისგებლობა ამ დრომდე არავის აუღია, თუმცა თურქეთის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ აეროპორტზე თავდასხმა “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლებმა განახორციელეს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics