14:55 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-20 17:42:37, 564 ნახვა

პოლიტიკა
მურმან დუმბაძე აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის საკითხის დაყენებას აპირებს

პარლამენტის ვიცე-სპიკერი მურმან დუმბაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს  თავმჯდომარის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას აპირებს.
როგორც დუმბაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დარწმუნებულია "ქართული ოცნება" აჭარის უმაღლეს საბჭოში უმრავლესობას დაკარგავს. მისივე თქმით, დემოკრატიულ ქვეყანაში ამგვარ ვითარებაში, აჭარის უმაღლესი საბჭოს  თავმჯდომარე უნდა გადადგეს.
"ვფიქრობ, რომ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დაისვას იმიტომ, რომ როცა უმრავლესობას კარგავენ, ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც პროცესები დემოკრატიულად  უნდა ვითარდებოდეს, მისი ლიდერი გადადგება თანამდებობიდან. როგორც კი ეს პროცესი დასრულდება, მე გავაკეთებ განცხადებას და მივმართავ ჩემს მეგობარ ვახტანგ ბერიძეს,  რომ მან დაკავებული თანამდებობა დატოვოს",-განაცხადა მურმან დუმბაძემ.
ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობა" აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის - დავით ბაციკაძის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის - ალექსანდრე ჩიტიშვილის გადაყენებას ითხოვს. აღნიშნულ  საკითხზე  უმაღლესი საბჭოს დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე იმსჯელებენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics