2016-03-29 12:52:34, 1008 ნახვა
მსოფლიო
ეგვიპტეში გატაცებულ თვითმფრინავში ამ დროისთვის მხოლოდ ეკიპაჟის წევრები და 4 მგზავრი იმყოფება
ეგვიპტეში გატაცებულ სამგზავრო თვითმფრინავში ამ დროისთვის მხოლოდ ეკიპაჟის წევრები და 4 მგზავრი იმყოფება.
ეგვიპტულმა ტელევიზიამ სავარაუდო ტერორისტის ფოტოსურათიც გამოაქვეყნა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
როგორც საინფორმაციო სააგენტო იტყობინება, მგზავრებს შორის დიდი ბრიტანეთის 3 მოქალაქეა. გამტაცებელმა დანარჩენ მგზავრებს ბორტის დატოვების უფლება მისცა.
მედია ინფორმაციის ცნობით, პირებს შორის, რომელიც გამტაცებელმა გაუშვა, უმეტესობა ქალები და ბავშვები არიან.
გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავში 80-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა.
ეგვიპტური მედიის ცნობით, სამგზავრო თვითმფრინავის გამტაცებელი ვინმე იბრაჰიმ სამაჰაა, რომელიც ამერიკულ უნივერსიტეტში სწავლობს და სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტია.
არაოფიციალური მონაცემებით, ის ეთნიკური ეგვიპტელი ან ლიბიელია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან