2025-09-09 10:55:18, 1068 ნახვა
სამართალი
უცხო ქვეყნის 18 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტისა და სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეებში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოდან უცხო ქვეყნის 18 მოქალაქის გაძევება განხორციელდა.
ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: ირანის, ჩინეთის, რუსეთის, ნიგერიის, ეგვიპტის, ბანგლადეშის, ბელარუსის, თურქეთის, ინდოეთის, პაკისტანის და უზბეკეთის - ჯამში 18 მოქალაქე. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი წარმოადგენს ქვეყნის შიგნით უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე პასუხისმგებელ ორგანოს. მის ერთ-ერთ კომპეტენციას წარმოადგენს საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენა და საქართველოდან გაძევების განხორციელება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,