12:52 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-13 12:56:05, 3307 ნახვა

ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ხანძარია- ბირთვულ საფრთხე არ არსებობს

საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტომ განაცხადა, რომ 12 აგვისტოსს დროებით ოკუპირებული ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გამაგრილებელ კოშკებთან გაჩენილი ხანძარი ბირთვულ უსაფრთხოებას საფრთხეს არ უქმნის. სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, რაფაელ გროსიმ, დაადასტურა, რომ ინციდენტის დროს რადიაციის მომატებული დონე არ დაფიქსირებულა.

სამშაბათს, უკრაინის ხელისუფლებამ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მახლობლად ძლიერი კვამლის შესახებ განაცხადა: ხანძარი, როგორც გაირკვა, სატვირთო პორტთან ახლოს გაჩნდა, რომელიც თავად ატომური ელექტროსადგურის დაცული პერიმეტრის გარეთ მდებარეობს. „ინციდენტი კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას ევროპაში უდიდესი ატომური ობიექტის რუსული ოკუპაციით გამოწვეულ საფრთხეებზე“, - ნათქვამია უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებაში.

ზაპოროჟიეს რეგიონში რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლების ხელმძღვანელი, ევგენ ბალიცკი, აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ატომური ელექტროსადგურის დაბომბვა სცადეს და შედეგად მშრალი ბალახი დაიწვა.

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური, ევროპაში უდიდესი ობიექტი, სრულმასშტაბიანი ომის პირველი დღეებიდან რუსეთის მიერ კონტროლდება და ელექტროენერგიას არ აწარმოებს.

19 ივლისს, როგორც გაირკვა, ტყის ხანძრების გამო ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე კვამლიც დაფიქსირდა. ბირთვული უსაფრთხოებისთვის საფრთხე არ არსებობდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics