11:52 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-15 12:45:50, 1086 ნახვა

რეგიონი
ნინო ნიჟარაძე Digital Knowledge-ის აღმასრულებელ მენეჯერსა და Vitaars-ის სამედიცინო დახმარების დეპარტამენტის ხელმძღვანელს შეხვდა

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე იაპონური კომპანია Digital Knowledge-ს აღმასრულებელ მენეჯერს და კომპანია Vitaars-ის სამედიცინო დახმარების დეპარტამენტის ხელმძღვანელს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, იოშიჰირო გიოდა და კენჯი იჩიმურა საქართველოში, მათ შორის აჭარაში, მედდების უწყვეტი განათლების პლატფორმის შექმნის და ტრენინგ-კურსების დისტანციურ რეჟიმში დანერგვის პროექტზე მუშაობენ.

“იაპონური კომპანიების წარმომადგენლებმა საქათველოში აღნიშნულ პროექტზე მუშაობა მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყეს. ამ ხნის განმავლობაში სამუშაო შეხვედრები გაიმართა სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენლებთან.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში გამართული მორიგი შეხვედრის მიზანს, პროექტის მიმდინარეობის მიმოხილვა და სამომავლო გეგმების განხილვა წარმოადგენდა. პროექტის განხორციელება იაპონიის ჯანდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით იგეგმება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics