2023-09-06 14:27:16, 1029 ნახვა
რეგიონი
კასპში, სოფელ გამდლისწყაროში მისასვლელი გზის ასფალტ/ბეტონის საფარის მეორე ფენის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს
სოფელ გამდლისწყაროში, მისასვლელი გზის ასფალტ/ბეტონის საფარის მეორე ფენის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, 1 243 გრძივი მეტრი გზის სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ქვენიფლენი“ ახორციელებს.
„პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 594 999 ლარია.
სოფელ გამდლისწყაროში მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მნიშვნელოვანია, აღდგენილი გზით სოფელი თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო ჩქაროსნულ მაგისტრალს უკავშირდება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),