10:46 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-25 17:25:28, 1164 ნახვა

რეგიონი
კასპის მერი გრიშაშვილის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო

ქალაქ კასპში, გრიშაშვილის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი და მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი აჩიკო გიგოლაშვილი გაეცნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, ქუჩაზე მოეწყო რკინა ბეტონის კიუვეტები ცხაურებით, ბეტონის ბორდიურები და  ეზოში შესასვლელები.

მათივე ცნობით, 619 გრძივი მეტრი ქუჩის რეაბილიტაციის სამუშაოებს შპს „ჩაგელა“ ახორციელებს.  პროექტის ღირებულება 293 484 ლარია და რეგიონული განვითარების ფონდის და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

„ქუჩით მოსარგებლეები გადაადგილებას მალე მოწესრიგებული ქუჩით  შეძლებენ, რომელიც მანამდე დაზიანებული და არაკომფორტული იყო “ - განაცხადა ვახტანგ მაისურაძემ.

#კასპისმუნიციპალიტეტი

#საგზაოინფრასტრუქტურა2023





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზელენსკი ორბანის არჩევნებში დამარცხებაზე: სიძულვილით გამარჯვება შეუძლებელია
ირანმა აშშ დაადანაშაულა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში და უარი თქვა მოლაპარაკებების ახალ რაუნდზე
ბულგარეთის ყოფილი პრეზიდენტი რუმენ რადევი საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს
ჰორმუზის სრუტეში აშშ-მ ირანის კუთვნილი ტანკერი დააკავა, ირანმა სამხედრო გემებზე დრონებით თავდასხმა განახორციელა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics