07:14 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-27 12:52:18, 2712 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში IT სპეციალისტებისთვის კიბერუსაფრთხოების ტრენინგი ჩატარდა

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIBS), კიბერუსაფრთხოების ბიუროსა და ესტონური მხარის თანამშრომლობით კიბერუსაფრთხოების ტრენინგი ჩატარდა. საინფორმაციო ტექნოლოგიების (IT) სპეციალისტებისთვის სწავლება კრიზისულ სიტუაციებში ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებასა და ტექნიკური პერსონალისთვის დამატებითი ცოდნისა და უნარ-ჩვევების შეძენას ისახავდა მიზნად.

ტრენინგი 2 სასწავლო კურსსა და კიბერსწავლებას მოიცავდა. სწავლებას ესტონელი კიბერექსპერტები უძღვებოდნენ. ტრენინგი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული სსიპ-კიბერუსაფრთხოების ბიუროსა და DIBS-ის ერთობლივი პროექტის "კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სასწავლო პროგრამის დანერგვა თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში" ფარგლებში ჩატარდა. სწავლებას კიბერუსაფრთხოების ბიუროს სპეციალისტები, ეროვნული ბანკის წარმომადგენლები, ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოსა და იუსტიციის სამინისტროს სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტოს წარმომადგენლები, ასევე თავდაცვის სამინისტროს კიბერრეზერვისტები დაესწრნენ.

ტრენინგის წარმატებით დასრულება მონაწილეებს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის დირექტორმა თეა ნიკოლაშვილმა და კიბერუსაფრთხოების ბიუროს უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ლუკა მგელაძემ მიულოცეს და სერტიფიკატები გადასცეს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics