2021-07-14 21:18:53, 1363 ნახვა
კომენტარი
ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი - რა ჯანდაბა უნდა ევროკავშირის დროშას საქართველოს მთავრობის პრესკონფერენციაზე?
„რა ჯანდაბა უნდა ევროკავშირის დროშას საქართველოს მთავრობის პრესკონფერენციაზე?“, - ამის შესახებ ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი ტოომას ჰენდრიკ ილვესი სოციალურ ქსელში წერს.
მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველო ევროკავშირში ვერ მოხვდება.
„რა ჯანდაბა უნდა ევროკავშირის დროშას - დემოკრატიის, ადამიანთა უფლებისა და კანონის უზენაესობის სიმბოლოს - საქართველოს მთავრობის პრესკონფერენციაზე?
ვერც ახლა და არც მომავალში, ვერ მოხვდებით ევროკავშირში ჩვენი სიმბოლოების მითვისებით“, - წერს ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,