|
2015-04-27 18:00:44, 710 ნახვა
სამართალი
გიგა ბუკიას შეფასებით, ხმაურზე ჯარიმის დაწესება საკურორტო ბიზნესს საფრთხეს შეუქმნის
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გიგა ბუკიას შეფასებით, ხმაურზე ჯარიმის დაწესება საკურორტო ბიზნესს საფრთხეს შეუქმნის. ამის შესახებ ბუკიამ „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. მან კანონპროექტის ავტორს ჯარიმის რაოდენობის შემცირება და წინასწარი გაფრთხილების მექანიზმის შემოღება შესთავაზა. „კანონპროექტი თუ ამ ფორმით იქნება მიღებული საკურორტო ზონაში სერიოზულ პრობლემებს შექმნის. ტურისტი, რომ უკრაინიდან არის ჩამოსული და ეტყვი ღამის თერთმეტი საათია და წადი დაიძინეო... ვინმეს თუ ბავშვის დაბადების დღე აქვს და 0.1 დეციბელით მეტი ხმაურის გამო ვიღაც პატრულს გამოიძახებს, ამით კონფლიქტურ სიტუაციას შევქმნით. დინამო სტადიონს სად გადავიტანთ, ასობით ადამიანს ხმაურის გამო ხომ არ დავაჯარიმებთ?! ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ჯარიმების შემცირება იყო. აქ კი ხმაურზე პირდაპირი ჯარიმაა, ყოველგვარი გაფრთხილების, წინასწარი შეტყობინების გარეშე. გაფრთხილების მექანიზმსაც შემოვიტანდი და ჯარიმის სოლიდურ რაოდენობას ჩამოვწევდი“, - აღნიშნა ბუკიამ. ბუკიას მოსაზრებას, რომ ხმაური ბიზნესს საფრთხეს შეუქმნის, ჯანდაცვის კომიტეტის თავჯდომარე დიმიტრი ხუნდაძეც დაეთანხმა და განაცხადა, რომ ზედმეტი რეგულაციები, მაგალითად საკურორტო ზონებში უმუშევრობას და მოსახლეობის ნაწილის უკმაყოფილებას გამოიწვევს. კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე, პროექტის ავტორმა ცვლილებები შეიტანა, რომლის თანახმადაც, დილის საათებში ხმაურის გადამეტებაზე ჯარიმა, ფიზიკური პირის შემთხვევაში 150 ლარის ნაცვლად 50 ლარი იქნება, ღამის საათებში კი, 300 ლარის ნაცვლად 100 ლარი. ცნობისთვის, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილება შედის, რომლის თანახმადაც ხმაურთან დაკავშირებით შესაძლოა ადმინისტრაციული სასჯელი დაწესდეს. კანონპროექტის თანახმად, დღის საათებში, 07:00-დან 23:00 საათამდე, თუ ხმაურის დონე 40 დბ-ს აღემატება, ამ შემთხვევაში ფიზიკური პირი 50 ლარით დაჯარიმდება, იურიდიული პირი და დაწესებულება კი, 500 ლარით. ღამის საათებში, 23:00 დან 07:00 საათამდე, თუ ხმაურის დონე 30დბ-ს აღემატება, ფიზიკური პირი 100 ლარით დაჯარიმდება, იურიდიული პირი და დაწესებულება ათასი ლარით. განმეორების შემთხვევაში კი, ჯარიმები გაორმაგდება. აღნიშნული კანონპროექტის ინიციატორი პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტია, ავტორი კი, საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავჯდომარე თედო ჯაფარიძე.
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)