10:10 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-05 11:26:43, 2121 ნახვა

რეგიონი
აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ ხურჩა-ნაბაკევისა და ორსანტია-ოტობაიას ე.წ. გადასასვლელები ჩაკეტა

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, აფხაზეთის რეგიონის სოფლებში, ნაბაკევსა და ოტობაიაში, ე.წ. გადასასვლელი პუნქტები ჩაიკეტა.

დღის ბოლომდე შესაძლებელია მხოლოდ შესვლა,  ხვალიდან კი  ორმხრივად ჩაიკეტება.

ადგილობრივების განცხადებით,  შესაძლოა, გაატარონ ის ადამიანები, რომლებიც ე.წ. საზღვარიდან რამდენიმე დღის წინ გამოვიდნენ და ოკუპირებულ ტერიტორიაზე არიან რეგისტრირებული.

 ხელისუფლება საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს, ჯეროვანი შეფასება მისცეს ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვისა და ოკუპირებული რეგიონების იზოლირების ტენდენციას.

აღსანიშნავია, რომ 2016 წლის განმავლობაში საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა თაგილონისა და ლეკუხონას სოფლების ე.წ. გადასასვლელი პუნქტები დახურეს.

 

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბულგარეთის ყოფილი პრეზიდენტი რუმენ რადევი საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს
ჰორმუზის სრუტეში აშშ-მ ირანის კუთვნილი ტანკერი დააკავა, ირანმა სამხედრო გემებზე დრონებით თავდასხმა განახორციელა
უკრაინამ ერთ კვირაში მეორედ დაარტყა რუსეთის ერთადერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შავ ზღვაზე, ერთი ადამიანი დაიღუპა.
ღმერთია და ექიმი არ სჭირდებაო - ნარიმან მაქარაშვილთან, მისი თაყვანისმცემლები ექიმს არ უშვებდნენ -ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics