23:09 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-10 15:03:38, 1101 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი პარიზში სოლიდარობის აქციას დაესწრება

პარიზში კვირას ევროპელი ლიდერების მონაწილეობით დაგეგმილ ერთიანობის მხარდასაჭერ მიტინგს  საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრება.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს.

ირაკლი ღარიბაშვილი პარიზში, Charlie Hebdo -ს რედაქციაზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის გამო მწუხარებას კიდევ ერთხელ გამოთქვამს და აღნიშნავს, რომ საქართველო სოლიდარობას უცხადებს  საფრანგეთს და ფრანგ ხალხს.

პრემიერ–მინისტრი მიიჩნევს, რომ ეს დიდი ტრაგედია არის არა მხოლოდ საფრანგეთის, არამედ ზოგადად, მთელი თანამედროვე ცივილიზებული სამყაროს პრობლემა და მას ერთიანი ძალისხმევით ბრძოლა სჭირდება.

პრემიერის განცხადებით, ტერორიზმს გამართლება არ შეიძლება მოეძებნოს. მისივე თქმით, სიტყვისა და პრესის თავისუფლება ის უზენაესი უფლებაა, რომელიც ყველგან და ყოველთვის სათანადოდ უნდა იყოს დაცული.

ირაკლი ღარიბაშვილი პარიზს ხვალ ეწვევა და საქართველოს სახელით ფრანგ ხალხს პირადად მიუსამძიმრებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსის ფარგლებში დაესწარი ლევან ფავლენიშვილის ლექციას - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics