15:12 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-20 17:44:11, 935 ნახვა

სხვადასხვა
რუხის სანერგე მეურნეობაში კოლხური ბზის მოშენების მეორე ეტაპი დაიწყო

კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) და კავშირი-ასოციაცია „აგორა“-ს მხარდაჭერით პროექტის „კოლხური ბზის საბაზისო სანერგე მეურნეობა“ ფარგლებში განხორციელდა 500 კვ.მ  სათბურის ტექნიკური აღჭურვა და თანამშრომლების გადამზადება.


სსიპ „ გამწვანებისა და გარემოსდაცვითი პროექტების სააგენტოს“ თანამშრომლებმა ტყიბულის რაიონის სოფელ მუხურაში ჯანსაღი კოლხური ბზის კორომებიდან კალმების აღება დაიწყეს, რის შემდეგაც ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში, ამავე სააგენტოს გარემოს სამმართველოს სპეციალისტების მიერ მიმდინარეობს კალმების ჩარგვა.

ამ ეტაპზე დამზადებულია და ჩარგულია 15 000 კალამი, სულ იგეგმება 30000 ნერგის გამოყვანა.
რუხის სანერგე მეურნეობის მშენებლობა, რომელიც 480 კვადრატულ მეტრ ფართობს მოიცავს, აპრილის თვეში დაიწყო. პროექტის ორგანიზატორები არიან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი, ეროვნული სატყეო სააგენტო, არასამთავრობო ორგანიზაციები „აგორა“ და „სენი“.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ჩვენ მისგან შორს უნდა დავიჭიროთ თავი“ - ევროპულმა ულტრამემარჯვენეებმა ტრამპს ზურგი აქციეს
იმოგზაურე გიორგი მოსიძესთან ერთად აზროვნების სამყაროში - ფოთში, გიორგი მოსიძესთან შეხვედრა გაიმართება
კობახიძე - ამჟამინდელ ევროკავშირს სერიოზული გამოწვევები აქვს
კობახიძე - საქართველოს, ევროპის მასშტაბით, ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics