15:24 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-06 18:23:17, 701 ნახვა

სამხედრო
გიორგი კვირიკაშვილი გენერალ გარი ჯონსონს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დიდი ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველს საგარეო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის სფეროში, გენერალ გარი ჯონსონს და გაერთიანებული სამეფოს ახალ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ჯასტინ მაკკენზი სმიტს  შეხვდა.
საუბარი თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხებს შეეხო.

გენერალს, რომელიც დიდ ბრიტანეთში, უსაფრთხოების საკითხებში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ექსპერტია, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ეროვნული სიტუაციური ოთახის შექმნისა და უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს სტრუქტურირების პროცესში დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა აღნიშნეს, რომ ბრიტანული მოდელის მიხედვით შექმნილი ეროვნული სიტუაციური ოთახი, სხვადასხვა უწყების მჭიდრო კოორდინაციის საშუალებას იძლევა, რაც ხელს უწყობს კრიზისულ სიტუაციებთან მაქსიმალურად ეფექტურად გამკლავებას. შეხვედრისას ყურადღება უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებსაც დაეთმო.

გიორგი კვირიკაშვილმა, დიდი ბრიტანეთის ახალ ელჩს საქართველოშ, წარმატებული საქმიანობა უსურვა და ხაზი გაუსვა დიდ ბრიტანეთთან ორმხრივი პარტნიორობის შემდგომი განვითარების მნიშვნელობას.
გენერალი და ელჩი, ასევე, საქართველოს მთავრობის რეფორმების დღის წესრიგითა და წინასაარჩევნო პროცესის მიმდინარეობით დაინტერესდნენ.

შეხვედრას საქართველოს უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელი მინდია ჯანელიძე დაესწრო.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics