14:43 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-12 14:05:56, 2901 ნახვა

პოლიტიკა
დაღესტნის სამუფთოს თავმჯდომარე საქართველოში იმყოფებოდა

დაღესტნის სამუფთოს თავმჯდომარე საქართველოში იმყოფებოდა - მედია წერს, რომ ამის შესახებ მურად ისმაილოვმა Telegram-ის არხზე თავად განაცხადა.

ისმაილოვმა, რომელიც უკრაინაში ომის მხარდამჭერია, აღნიშნა, რომ მას პირადად აღმოსავლეთ საქართველოს მუფტი, ეთიბარ ემინოვი შეხვდა.

გულწრფელად გიხდით მადლობას თბილი მიღებისთვის, ყურადღებისთვის და ძმური ურთიერთობისთვის“ - დაწერა ისმაილოვმა.

ერთი თვის წინ მურად ისმაილოვი საბრძოლო მოქმედებების ზონას ეწვია და „ესტუმრა“ „კასპიის“ ბატალიონს, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობს და დაღესტანში 2023 წელს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბრძანებით ჩამოყალიბდა.

ის ასევე რეგულარულად აგზავნის ჰუმანიტარულ დახმარებას ომისთვის და მხარს უჭერს კრემლის ოფიციალურ ხაზს უკრაინაში ომის შესახებ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics