12:02 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-12 20:17:02, 1716 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის პრეზიდენტმა აშშ-სთან მინერალების შეთანხმების რატიფიცირების დოკუმენტს ხელი მოაწერა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-სა და უკრაინას შორის მინერალების შეთანხმების რატიფიცირებას ხელი მოაწერა.

ამის შესახებ РБК-Украина უკრაინის უმაღლესი რადის ვებგვერდზე დაყრდნობით წერს

შეგახსენებთ, რომ 8 მაისს უკრაინის უმაღლესმა რადამ ხელშეკრულება დაამტკიცა.

450-ადგილიან პარლამენტში დოკუმენტს მხარი 338-მა დეპუტატმა დაუჭირა.

მანამდე, 6 მაისს, საგარეო პოლიტიკის შესახებ უკრაინის საპარლამენტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა მინერალებზე შეთანხმების რატიფიცირებას.

30 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმება უკრაინასა და აშშ-ს შორის საერთო საინვესტიციო ფონდის შექმნას ითვალისწინებს, რომელიც აშშ-ს უკრაინის ბუნებრივი რესურსების განვითარების პროექტებში სპეციალური წვდომით უზრუნველყოფს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics