12:01 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-11 13:00:04, 1924 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინაზე დრონებით მასშტაბური იერიში მიიტანა

11 მაისს, 3-დღიანი ზავის ამოწურვის შემდეგ, რუსეთმა უკრაინის რეგიონებზე უპილოტო საფრენი აპარატებით მასშტაბური იერიში მიიტანა.

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების ინფორმაციით, რუსეთმა სულ 108 დრონი გამოიყენა, რომლიდანაც 60 განადგურებულია.

გარდა ამისა, რადიო ელექტრო ბრძოლის ქვედანაყოფების მუშაობის შედეგად ლოკაციურად დაკარგულია 41 უპილოტო საფრენი აპარატი.

იერიშის შედეგად დაზარალდა სუმისა და კიევის ოლქები. უკრაინის დედაქალაქის ორ რაიონში დაზიანდა შენობები.

რუსეთი უკრაინის ტერიტორიას ავიაციითა და არტილერიით ყოველდღიურად ბომბავს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics