15:29 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-31 12:53:03, 1148 ნახვა

რეგიონი
აჭარის პოპულარიზაცია საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე გრძელდება

აჭარის ტურისტულ შესაძლებლობებსა და პროდუქტებს საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე ეცნობიან. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

დეპარტამენტის ცნობით, იანვრის განმავლობაში რეგიონი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა მადრიდის, რიგის, ვილნიუსის, ჰელსინკისა და წელს პირველად ნიუ-იორკის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე წარადგინა.

"გამოფენების ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ აჭარაში და ზოგადად, საქართველოში მოგზაურობასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციები ადგილზევე მიეღოთ. გამოფენების ფარგლებში მიმდინარეობდა შეხვედრები იმ ტურისტულ, სარეკლამო კომპანიებთან თუ მედია ორგანიზაციებთან, რომელთან თანამშრომლობითაც აჭარის რეკლამირება და პოზიციონირება მიმდინარე წელს იგეგმება. 

საერთაშორისო გამოფენებზე დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ კომპანიებთან ერთად მონაწილეობს. მიმდინარე წელს რეგიონის პოპულარიზაცია 25-ზე მეტ საერთაშორისო გამოფენასა და ღონისძიებაზე იგეგმება, მათ შორის მსოფლიოში უმსხვილეს ტურისტულ გამოფენებზე გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში,  ინდოეთში, ჩინეთსა  და მეზობელ ქვეყნებში",- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics