11:29 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-03 18:31:42, 1215 ნახვა

რეგიონი
აჭარის მთავრობა ხანძრის და სტიქიის შედეგად დაზარალებულ 273 ოჯახს დაეხმარება

დღეს,სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის სხდომა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, კომისიის წევრებმა სტიქიის და ხანძრის შედეგად დაზარალებული 275 ოჯახის დახმარების საკითხი განიხილეს. დადებითად გადაწყდა 273 ოჯახის საკითხი. 

სხდომას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე ხელმძღვანელობდა. კომისიის რეკომენდაციით და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, დაზარალებულ ოჯახებს საცხოვრებელი ფართების აღდგენა-გამაგრების, ან ადგილმონაცვლეობისათვის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან, ჯამში 729 133 ლარი გამოეყოფათ.

„შერეული სამთავრობო კომისიის მორიგ სხდომაზე კომისიის წევრებმა განიხილეს ხანძრის და სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების ფინანსური დახმარების საკითხი. კომისიის რეკომენდაცია დასამტკიცებლად უახლოეს დღეებში გადაეგზავნება მთავრობის თავმჯდომარეს“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ, ედუარდ ნაკაშიძემ.

სხდომაზე კომისიის წევრებმა რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტის მერიის მიერ წარმოდგენილი საკითხები განიხილეს.

მიმდინარე წელს, ამავე კომისიის გადაწყვეტილებით, რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული სარეზერვო ფონდიდან, 520 ოჯახზე უკვე გამოყოფილია 4 676 395 ლარი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics