09:37 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-23 15:25:12, 852 ნახვა

რეგიონი
2023 წლის, აჭარის რეგიონული ლიგის პირველობა ქედის მუნიციპალიტეტის გუნდმა „ცოლიკაურმა“ მოიპოვა

21 ოქტომბერს ქედის კულტურის სახლში, ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის ორგანიზებით და ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით, აჭარის რეგიონული ლიგა მეოთხედ გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ქედის მერიის ცნობით, ღონისძიებაში აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებისგან შემდგარი გუნდები მონაწილეობდნენ, რომლებიც ერთი თვის განმავლობაში გადიოდნენ შესაბამის ვორქშოპებს და რეპეტიციებს.

„ჟიურის გადაწყვეტილებით სამ ნომინაციაში გამარჯვებული გუნდი დასახელდა:

2023 წლის აჭარის რეგიონული ლიგის გამარჯვებული გახდა ქედის მუნიციპალიტეტის გუნდი „ცოლიკაური“.

ჟიურის რჩეული ხულოს მუნიციპალიტეტის გუნდი „იანგ მუხა“ გახდა.

საუკეთესო მოთამაშედ ქობულეთის მუნიციპალიტეტის გუნდის წევრი ავთო განდელიძე დასახელდა.

გამარჯვებული გუნი „ცოლიკაური“ ჩემპიონატის შემდეგ ეტაპზე გადავიდა, რომელიც თბილისში ქართულ ლიგაში მიიღებს მონაწილეობას.

ქედის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს ქედის გუნდ „ცოლიკაურს“ გამარჯვებას და წარმატებებს უსურვებს!’,- აღნიშნულია ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
თბილისში Trump Tower აშენდება - Wall Street Journal
პაპი აცხადებს, რომ ტრამპთან კამათი „არ არის დაინტერესებული“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics