14:27 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-21 16:25:17, 1749 ნახვა

სამხედრო
საერთო საჯარისო ცენტრში კაპიტნის საკარიერო კურსების გამოშვების ცერემონიალი გაიმართა

კრწანისში, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საერთო საჯარისო ცენტრში კაპიტნის საკარიერო კურსების გამოშვების ცერემონიალი გაიმართა. კურსდამთავრებულებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ სიტყვით მიმართეს, სწავლის დასრულება მიულოცეს და წარმატებული კარიერა უსურვეს. ღონისძიების დასასრულს მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ თავდაცვის ძალების სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად კურსდამთავრებულებს დიპლომები გადასცა. 
კაპიტნის საკარიერო კურსებზე მსმენელებმა ქვედანაყოფის მართვის პროცედურები და სამხედრო გადაწყვეტილების მიღების პროცესი შეისწავლეს, ასევე მონაწილეობა მიიღეს ოფიცერთა და სერჟანტთა საკარიერო კურსების ერთობლივ სწავლებაში. მსმენელებმა ასეულის მეთაურის რანგში პარალელური დაგეგმვის პროცესი განახორციელეს, ასევე ჩაატარეს სამეთაურო-საშტაბო სწავლება სიმულაციური კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით. კურსდამთავრებულებმა მანევრის, დაზვერვის, არტილერიის, ავიაციის, სამხედრო-საინჟინრო, საჰაერო თავდაცვის, ლოჯისტიკის, პერსონალის, სამხედრო-სამედიცინო და კავშირგაბმულობის საკარიერო კურსები გაიარეს, რომელიც კურსი 7 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. 
კაპიტნის საკარიერო კურსების მიზანს შესაბამისი გვარეობის ასეულის მეთაურების, ბატალიონისა და ბრიგადის შტაბის ოფიცრების მომზადება წარმოადგენს. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics