17:26 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-17 18:04:01, 1710 ნახვა

სამხედრო
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დასავლეთ ევროპის ყველაზე მასშტაბურ კიბერსწავლებას შეუერთდება

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიუროს გუნდი პირველად მიიღებს მონაწილეობას დიდი ბრიტანეთის არმიის მიერ ორგანიზებულ კიბერსწავლებაში Defence Cyber Marverl 2.

სწავლება რეალურ დროში კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და საინფორმაციო სისტემებზე კიბერშეტევების სიმულირებას ითვალისწინებს და მონაწილე გუნდების კიბერთავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებას ისახავს მიზნად. თებერვალში დაგეგმილი სწავლება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ბრიტანულ მხარეს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგია, რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კიბერშესაძლებლობების გაძლიერებაში დაეხმარება. 

კიბერუსაფრთხოების ბიურო, პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით ხელს უწყობს თავდაცვის სფეროში კიბერუსაფრთხოების მდგრადი სისტემის ჩამოყალიბებასა და ამ კუთხით ნატოსა და ევროკავშირის სტანდარტებთან თავსებადობას. ბიუროს მონაწილეობა ტექნიკური პერსონალის შესაძლებლობების ზრდაზე ორიენტირებულ ღონისძიებებში მომავალშიც გაგრძელდება.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ივანიშვილის საგარეო მინისტრი - ბრიუსელის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან დიალოგი შეჩერდა
ფოტოგრაფი ალექსანდრ შიშკო ბელარუსში საქართველოდან დაბრუნებისას დააკავეს
რეჟიმის აგენტების კანონი, წითელი ჯვრის და საფინანსო ინსტიტუტების გაცემულ გრანტებზე არ იმუშავებს
რადიკალებმა რომლებიც ბოლნისის მერიის თანამშრომლები არიან, ბიჭს აიათოლაზე დაწერილი პოსტის გამოც გაუსწორდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics