08:30 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-21 18:09:28, 842 ნახვა

სამხედრო
ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრს ორი წელი შეუსრულდა

უფროს სერჟანტ ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრს დაარსებიდან ორი წელი შეუსრულდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, იუბილე ეროვნულ სასწავლო ცენტრ ,,კრწანისის“ საწვრთნელ ბაზა „ალგეთის“ ტერიტორიაზე აღინიშნა.

საზეიმო ღონისძიებას წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი ლევან ბერია და სარდლობის ცენტრის წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ უფროსი სერჟანტის, ზაზა ფერაძის მეუღლე და შვილები.

ომში დაღუპული გმირებისთვის წუთიერი დუმილით პატივის მიგების შემდეგ ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის შესახებ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიების დასასრულს პირად შემადგენლობას წამახალისებელი სიგელები გადაეცათ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლენინგრადის გუბერნატორმა განაცხადა, რომ რეგიონი „ფრონტის ხაზად“ იქცა
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics