15:30 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-12 13:45:18, 9136 ნახვა

სხვადასხვა
თბილისის ზღვის აუზსა და მიმდებარე ტერიტორიას მასშტაბური ჰიდროლოგიური კვლევა ჩაუტარდა

თბილისის ზღვის აუზისა და მიმდებარე ტერიტორიის მასშტაბური ჰიდროლოგიური კვლევა განხორციელდა, რომლის მიზანი თბილისის ზღვის სანიტარიული დაცვის ზონების განსაზღვრა იყო.

ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

„თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, თბილისის ზღვის აუზისა და მიმდებარე ტერიტორიის მასშტაბური ჰიდროლოგიური კვლევა განხორციელდა. ესაა კვლევა, რომელიც მანამდე არასდროს გაკეთებულა და მისი ჩატარება დედაქალაქისთვის მნიშვნელოვანი იყო. მისი მიზანი თბილისის ზღვის სანიტარიული დაცვის ზონების განსაზღვრა იყო. იცით, რომ თბილისის ზღვის ირგვლივ ძალიან ბევრი კერძო საკუთრებაა. შესაბამისად, სანიტარიული ზონების განსაზღვრა ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ დედაქალაქის მესამედი სასმელი წყლით სწორედ თბილისის ზღვით მარაგდება. კვლევის შედეგად, დადგინდა ზღვის სანიტარიული დაცვის არეალები და ზუსტი კოორდინატებით აისახა დედაქალაქის ინტერაქტიულ რუკაზე. თითოეული დაცვის არეალში შეიზღუდა ისეთი საქმიანობა, რომელიც წყლის დაბინძურებას გამოიწვევს, მათ შორისა, მშენებლობა, წყალარინების სისტემის თვითნებურად დაერთებები, რისი შემთხვევებიც, სამწუხაროდ, გვქონდა, ეკონომიკური საქმიანობა და ა.შ.“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული სამართლებრივი აქტის პროექტი დასამტკიცებლად დედაქალაქის საკრებულოს გადაეგზავნება, დამტკიცების შემდეგ კი შეზღუდვები სავალდებულო გახდება ყველასთვის, ვინც თბილისის ზღვის მიმდებარედ რაიმე აქტივობის განხორციელებას დაგეგმავს.

„იცით, რომ დედაქალაქის წყალმომარაგებას უზრუნველყოფს კერძო კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, რომელთან შეთანხმებითაც, სამართლებრივი აქტის პროექტი მომზადდა, რომელიც საკრებულოს გადაეგზავნა დასამტკიცებლად და აღნიშნული შეზღუდვები უკვე გახდება სავალდებულო ყველასთვის, ვინც თბილისის ზღვის მიმდებარედ რაიმე აქტივობის განხორციელებას დაგეგმავს. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ მსგავსი რეგულაცია თბილისს არასდროს ჰქონია, თბილისის ზღვაზე ქაოტურად ხდებოდა განაშენიანებაც და გარკვეული პროექტების განხორციელებაც, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა და დაბინძურებაც ხდებოდა. ჩვენი ეს ინიციატივა, მიმართულია მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვისა და ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics