22:08 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-31 16:58:40, 15279 ნახვა

High - Tech
ბატუტი მუშაობს - ილონ მასკის პასუხი როსკოსმოსს და როგოზინს - ვიდეო

ბატუტი მუშაობს - ამის შესახებ SpaceX - დამფუძნებელმა ილონ მასკმა, რაკეტა „ფალკონ 9“ კაფსულა „ქრიუ დრაგონი“-ს კოსმოსში გაშვების შემდეგ განაცხადა. - ამ განცხადებით, მასკი "როსკოსმოსის" ხელმძღვანელის ფრაზას გამოეხმაურა, სადაც მან თქვა, რომ ამერიკელები ბატუტებს იყენებენ რუსული შატლ "საიუზის" მაგივრად.
ილონ მასკის ამ რეპლიკას ნასას წარმომადგენლების სიცილი მოჰყვა. 

გუშინ თბილისის დროით 23:22 საათზე ნასას კენედის სახელობის ცნეტრიდან კომპანია „სფეის იქსის“ რაკეტა „ფალკონ 9“ კაფსულა „ქრიუ დრაგონი“-მა, ორი კოსმონავტი წაიყვანა. ეს ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ასტრონავტებს კერძო კომპანიის მიერ შექმნილი ხომალდით გაამგზავრნენ.
კაფსულაში სხედან 49 წლის რობერტ ბენკენი და 53 წლის დაგლას ჰარლი. ორივე მათგანი გამოცდილი ასტრონავტია; 2000 წლიდან ისინი ნასას ასტრონავტები არიან. ჰარლი იყო შატლ „ატლანტისის“ უკანასკნელი ფრენის პილოტი.
2011 წელს ნასამ შატლებით ფრენის პროგრამა მისი სიძვირის გამო დახურა. ნასა იძულებული გახდა, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ასტრონავტების გაგზავნა რუსეთის რაკეტა „სოიუზით“ დაეწყო ყაზახეთიდან, ბაიკონურის კოსმოდრომიდან. ამ თანამშრომლობამ ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის არსებულ პოლიტიკურ დაძაბულობასაც გაუძლო.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბაზისბანკი და BSTDB საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის და მწვანე ინვესტიციების მხარდასაჭერად პარტნიორობას აფართოებენ
ოცნებამ პირველი მოსმენით მიიღო ცვლილებები "გრანტების შესახებ" კანონში
ევროპარლამენტმა და ევროსაბჭომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს ორმხრივი ინტერესის პროექტის (PMI) სტატუსი მიანიჭა
ოპოზიციური ალიანსი: გალში მცხოვრებ ქართველებს მშობლიურ ენაზე სწავლა ეკრძალებათ და „ოცნების“ პარტია მათ არ იცავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics