13:13 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-23 00:59:46, 6284 ნახვა

ომი უკრაინაში
გიორგი გახარია - მარნეულის კლინიკა „ჯეო ჰოსპიტალსი" უკვე გადასულია კარანტინის რეჟიმზე

 კარანტინის რეჟიმზეა უკვე გადასული მარნეულის კლინიკა „ჯეო ჰოსპიტალსი", -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 მთავრობის მეთაურის თქმით, ქალბატონი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა   მოთავსებული იყო ამ კლინიკაში.
 
„კლინიკა დღეის მდგომარეობით არის სრულად კარანტინის რეჟიმზე გადასული. აქ, კლინიკის მახლობლად, კლინიკის ტერიტორიაზე, ასევე, უახლოეს პერიოდში, დაახლოებით 24 საათის განმავლობაში განთავსდება საველე ჰოსპიტალი. ხოლო მეორე კლინიკა, ავერსის კლინიკა მარნეულის რაიონში გააგრძელებს ფუნქციონირებას , როგორც მულტიფუნქციური სამედიცინო დაწესებულება, რომელიც  სპეციალიზებული იქნება მხოლოდ რეგიონში კორონავირუსის მკურნალობის მიმართულებით. ხოლო „ავერსის" კლინიკა, იქნება განკუთვნილი მულტიფუნქციური საქმიანობისთვის", -  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევება არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა - საია
პროდუქტების ჩამონათვალი რომელიც პატიმრების ახლობლებს შეუძლიათ ციხეებში სააღდგომოდ შეიტანონ
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
დააკავეს არასრულწლოვანი, რომელმაც 32 წლის კაცს დანით მრავლობით ჭრილობები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics