|
2015-06-05 14:49:35, 740 ნახვა
სხვადასხვა
სტიქიური პროცესების გააქტიურების საშიშროების გამო, დარიალის ხეობაში მოძრაობა იზღუდება
ღამის საათებში დარიალის ხეობაში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს. „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კმ134-კმ135 (დარიალის ხეობა) მონაკვეთზე სტიქიური პროცესების გააქტიურების საშიშროებაა, რის გამოც 2015 წლის 6 ივნისიდან აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება 19:00 საათიდან 07:00 საათამდე. ხოლო დღის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია გაუჩერებლად გავლის რეჟიმში. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით. გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“,- ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)