13:14 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-18 15:40:38, 6515 ნახვა

კულტურა
„თიბისი სტატუსი“ და კომპანია ისთერნ პრომოუშენსი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-12 ჯაზ ფესტივალს

19-22 ივლისს, შავი ზღვის სანაპირო რიგით მე-12 ჯაზ ფესტივალს უმასპინძლებს. წლევანდელი ფესტივალის „ჰედლაინერია" რობერტ პლანტი და "Sensational Space Shifters". შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალში წელს მონაწილეობენ: ჯგუფი "Trombone Shorty & Orleans Avenue", DJ Lo Down Loretta Brown aka Erykah Badu, მუსიკოსი Wyclef Jean, R+R=NOW - რობერტ გლასპერის, ტერას მარტინის, ქრისტიან სკოტის, დერიკ ჰოჯის, ტეილორ მაქფერინისა და ჯასთინ ტაისონის შემადგენლობით, DJ "Mop Mop".
 
მანამდე კი, 19 ივლისს 10:45 წუთზე თიბისი სტატუსის ორგანიზებით თბილისიდან ბათუმში ტრადიციული ჯაზ მატარებელი გავა, რომელიც დარეგისტრირებულ მგზავრებს ბევრ თავგადასავალს ჰპირდება!

ფესტივალი 19 ივლისს, „Black Sea Arena"-ზე როკის ლეგენდა რობერტ პლანტისა და "Sensational Space Shifters"-ის კონცერტით გაიხსნება. 20, 21 და 22 ივლისის საფესტივალო კონცერტები კი, ტრადიციულად ბათუმის ჩოგბურთის კლუბში გაიმართება.

შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალის ორგანიზატორთა გადაწყვეტილებით, აბონიმენტებთან ერთად, ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილი კონცერტების ე.წ. დღიური ბილეთებიც (Day Tickets) გაიყიდება. აღნიშნული გადაწყვეტილება ფესტივალის ორგანიზატორებმა უცხოელი ტურისტებისა და ქართველი მსმენელის თხოვნის გათვალისწინებით მიიღეს. დღიური ბილეთების ფასი 150 ლარიდან დაიწყება. ბილეთების შეძენა ტრადიციულად ონლაინ tkt.ge-ზე იქნება შესაძლებელი.

შავი ზღვის რიგით მე-12  ჯაზ-ფესტივალი "Check in Georgia"-ს ფარგლებში გაიმართება.

ფესტივალის პროგრამა:

19.07.2018 – Black Sea Arena -  რობერტ პლანტი და „Sensational Space Shifters"

19.07.2018 – ბათუმის ჩოგბურთი კლუბი -  House Band Mop-Mop

20.07.2018 - ბათუმის ჩოგბურთის კლუბი - TromboneShorty და Orleans Avenue

20.07.2018 - ბათუმის ჩოგბურთის კლუბი - DJ LO Loretta Brown Aka Erykah Badu

21.07.2018 - ბათუმის ჩოგბურთის კლუბი - Wyclef Jean

21.07.2018 - ბათუმის ჩოგბურთის კლუბი - House Band Mop-Mop

22.07.2018 - ბათუმის ჩოგბურთის კლუბი - ბენდი R+R Now - რობერტ გლასპერის, ტერას მარტინის, ქრისტიან სკოტის, დერიკ ჰოჯის, ტეილორ მაკფერინისა და ჯასთინ ტაისონის შემადგენლობით.

22.07.2018 - ბათუმის ჩოგბურთის კლუბი - House Band Mop-Mop

 

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევება არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა - საია
პროდუქტების ჩამონათვალი რომელიც პატიმრების ახლობლებს შეუძლიათ ციხეებში სააღდგომოდ შეიტანონ
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
დააკავეს არასრულწლოვანი, რომელმაც 32 წლის კაცს დანით მრავლობით ჭრილობები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics